თემა: მოგზაურობა-საქართველოს ისტორიული
ძეგლები-ანანური,სვეტიცხოველი,გელათის მონასტერი,ბაგრატის ტაძარი
სამიზნე ჯგუფი: III საფეხური, x კლასის მოსწავლეები და რუსული ენის
მასწავლებელი
დრო: ერთი კვირა
მნიშვნელობა და აქტუალობა: ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, ბავშვებმა კარგად გაეცნონ საკუთარი ქვეყნის
ისტორიას და მნიშვნელოვან ადგილებს. ისინი გაიღრმავებენ ცოდნას მონასტრებისა
და ტაძრების შესახებ
მიზნები და შედეგები: ამ პროექტის მიზანია რომ მოსწავლეები ისწავლიან გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას, ჩამოუყალიბდებათ კვლევისა და დაკვირვების უნარი. დააფასებენ საკუთარი
ქვეყნის ისტორიას და გაუჩნდებათ პატივისცემა სიძველეების
მიმართ
შეფასების საგანი: მოსწავლეებს შევაფასებ აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით. ყურადღებას მივაქცევ: ინფორმაციის მოძიება-შეგროვებას და ორგანიზებას.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან რაა მონასტერი, ტაძარი. იციან, რომ საქართველო
უძველესი მართლმადიდებელი ქვეყანაა.ასხვავებენ ტაძარსა და ეკლესიას.
მასალები და ტექნიკური რესურსი: პროექტისათვის საჭიროა მონაცემები ანანურის,სვეტიცხოვლის ტაძრის,გელათის
მონასტრის და ბაგრატის ტაძრის შესახებ. აუცილებელია კომპიუტერი, იტერნეტი, პრინტერი, ფოტო კამერა, ფურცლები და კალმები.
სასწავლო პროექტის გეგმის მსვლელობა: ნაბიჯი 1 : პროექტის გეგმის განსახორციელებლად შევარჩევ სამიზნე ჯგუფს, გავაცნობ ლაშქრობის თემას
ნაბიჯი 2 : დავავალებ თემის შესახებ ჩამოწერონ კონკეტული კითხვები:
ა) როდის მიიღო
საქართველომ ქტისტიანობა?
ბ) საქართველოს
რომელ კუთხეში მდებარეობს ეს ტაძრები?
გ) როდისაა
აგებული ეს ტაძრები?
დ)რატომ ქვია
სვეტიცხოველს ეს სახელი?
ე) რა ისტორიული
აღმოჩენები იქნა გაკეთებული ამ ისტორიული ძეგლების ტერიტორიაზე არქეოლოგიური
გათხრების დროს?
ნაბიჯი 3 : შევქმნი ორ ჯგუფს, პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში. მეორე ჯგუფს კი დავავალებ დააკვირდნენ და აღწერონ ნანახის შთაბეჭდილება.
ნაბიჯი 4 : პროექტის დასრულების შემდეგ კლასის მოსწავლეს დავავალებ გამოაქვეყნოს შთაბეჭდილება და ფოტო მასალა სასკოლო კედლის გაზეთში.
პროექტის ხელმძღვანელი: ქ. ამბროლაძე
პროექტის ხელმძღვანელი: ქ. ამბროლაძე