вторник, 29 мая 2012 г.

მოგზაურობა - საქართვ. ისტორიული ძეგლები


 თემა:   მოგზაურობა-საქართველოს ისტორიული ძეგლები-ანანური,სვეტიცხოველი,გელათის მონასტერი,ბაგრატის ტაძარი
სამიზნე ჯგუფი:   III საფეხური, x კლასის მოსწავლეები და რუსული ენის მასწავლებელი
დრო:      ერთი კვირა
მნიშვნელობა და აქტუალობა:  ეს პროექტი მნიშვნელოვანია იმით, ბავშვებმა კარგად გაეცნონ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და მნიშვნელოვან ადგილებს. ისინი გაიღრმავებენ ცოდნას მონასტრებისა და ტაძრების შესახებ
მიზნები და შედეგები:  ამ პროექტის მიზანია რომ მოსწავლეები ისწავლიან გუნდურ მუშაობას, თანამშრომლობას, ჩამოუყალიბდებათ კვლევისა და დაკვირვების უნარი. დააფასებენ საკუთარი ქვეყნის ისტორიას და გაუჩნდებათ პატივისცემა სიძველეების მიმართ
შეფასების საგანი:     მოსწავლეებს შევაფასებ აქტიურობისა და ჩართულობის მიხედვით. ყურადღებას მივაქცევ:     ინფორმაციის მოძიება-შეგროვებას და ორგანიზებას.
წინარე ცოდნა:  მოსწავლეებმა იციან რაა მონასტერი, ტაძარი. იციან, რომ საქართველო უძველესი მართლმადიდებელი ქვეყანაა.ასხვავებენ ტაძარსა და ეკლესიას.
მასალები და ტექნიკური რესურსი:    პროექტისათვის საჭიროა მონაცემები ანანურის,სვეტიცხოვლის ტაძრის,გელათის მონასტრის და ბაგრატის ტაძრის  შესახებ. აუცილებელია კომპიუტერი, იტერნეტი, პრინტერი, ფოტო კამერა, ფურცლები და კალმები.
სასწავლო პროექტის გეგმის მსვლელობა:  ნაბიჯი 1 : პროექტის გეგმის განსახორციელებლად შევარჩევ სამიზნე ჯგუფს, გავაცნობ ლაშქრობის თემას
ნაბიჯი 2 : დავავალებ თემის შესახებ ჩამოწერონ კონკეტული კითხვები:
) როდის მიიღო საქართველომ ქტისტიანობა?
) საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს ეს ტაძრები?
) როდისაა აგებული ეს ტაძრები?
)რატომ ქვია სვეტიცხოველს ეს სახელი?
) რა ისტორიული აღმოჩენები იქნა გაკეთებული ამ ისტორიული ძეგლების ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს?
ნაბიჯი 3 : შევქმნი ორ ჯგუფს, პირველ ჯგუფს დავავალებ მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში. მეორე ჯგუფს კი დავავალებ დააკვირდნენ და აღწერონ ნანახის შთაბეჭდილება.
ნაბიჯი 4 : პროექტის დასრულების შემდეგ კლასის მოსწავლეს დავავალებ გამოაქვეყნოს შთაბეჭდილება და ფოტო მასალა სასკოლო კედლის გაზეთში.
პროექტის ხელმძღვანელი: ქ. ამბროლაძე


Комментариев нет:

Отправить комментарий